ხვალ მიდიხარ და მტოვებ. არ ვიცი ამ ნაწერს რა დავარქვა: დამშვიდობება, სახსოვარი თუ უკანასკნელი გაბრძოლება. ხვალ შენ მიდიხარ. მართალია დიდი ხნით არა, სულ რამდენიმე თვით, მიზეზიც გაქვს, მაგრამ ისიც მართალია, რომ მტოვებ. არ მინდა რომ წახვიდე, ძალიან არ მინდა..უფრო სწორად, უშენოდ ყოფნა არ მინდა, თორემ მშვენივრად მესმის, რომ შენ ახლა სწორედ წასვლა გჭირდება, მე კი მსხვერპლი უნდა გავიღო. სრულად სრულიადში